ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და კლინიკა ,,ფერომედის" მხარდაჭერით, ზესტაფონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის უფასო ოფთალმოლიგიური აქცია გაიმართა.
სოციალური აქციის განხორციელებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი ადევნებდნენ თვალყურს.
ოფთალმოლოგიური აქცია, კლინიკა "ფერომედში" ჩატარდა. მაღალკვალიფიციური ექიმების დანიშულების შესაბამისად, საჭიროების მქონე ბენეფიციარებს სამინისტროსაგან საჩუქრად სათვალეები დაურიგდათ. სამინისტროს ინიციატივით 300 სათვალე გადაეცა ზესტაფონის მერიას, რომელსაც სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირები მიიღებენ.