ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
სამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2”-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ,,კონსტრუქტ2”-ის საერთო პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა
სამშენებლო კოლეჯ ,,კონსტრუქტ2”-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ,,კონსტრუქტ2”-ის საერთო პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და ,,კონსტრუქტ2”-ის დამფუძნებლები საქართველოს განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და ბიქეი ჰოლდინგის მმართველი პარტნიორები შოთა ბერეკაშვილი და ირაკლი ბურდილაძე ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი იყო პროფესიული განათლების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ქალი სტუდენტების ჩართულობის გაზრდა მამაკაცების მიერ დომინირებულ პროგრამებში.
აღნიშნულ პროცესში 3 რეგიონის 13 სკოლა და 280 მოსწავლე ჩაერთო.
პროექტის განმავლობაში, ჭიათურის, ხარაგაულის და ზესტაფონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროფესიულ განათლების შესაძლებლობებზე განათლების სფეროს ლიდერებისგან და შემეცნებით-გასართობი თამაშებით აღმოაჩინეს მომავლის პროფესიები.
პროფესიულ განათლებაში გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის და ქალების დაინტერესების გაძლიერების მიზნით, პროექტის მონაწილეებმა პრაქტიკულად მოსინჯეს ძალები ,,კონსტრუქტ2”-ის იმ პროფესიებში, რომლებიც საზოგადოებაში „მამაკაცის პროფესიად“ ითვლება: თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ღებვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.
პროექტის ფარგლებში, კონსტრუქტ2მა უზრუნველყო 280 ახალგაზრდისთვის (70% მდედრობითი სქესის წარმომადგენელი), პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და პროფესიების ახალი პერსპექტივით ჩვენება, რაც მათი მომავლის სწორი შენების წინაპირობაა.
სტუმრები მიმდინარე სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ და სტუდენტებს გაესაუბრნენ.
კოლეჯი ,,კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და ბიქეი ქონსთრაქშენის საერთო პროექტია, რომელიც ზესტაფონში მდებარეობს და 2017 წლიდან ზრუნავს სამშენებლო სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე