ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზესტაფონში
ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებსა და რიგით მოქალაქეებთან ერთად, 9 აპრილის სახელობის სკვერში მივიდნენ, გვირგვინით შეამკეს მემორიალი და 35 წლის წინ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას სასულიერო პირებიც იღებდნენ. მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
" 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში არის, როგორც დიდი ტრაგედიის, ასევე გმირობის, თავისუფლების და გამარჯვების დღე. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომელთა გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველო", - ვასილ გველესიანი
9 აპრილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. გაიხსენეს საქართველოს უახლესი პერიოდის მოვლენები და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის გმირთა მემორიალი.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა. მე - 7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული კომპიზიციით - 9 აპრილის გმირები.