ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნული ფესტივალი ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში გალა კონცერტით დაიხურა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა უკვე მეორედ, ქართული კლასიკური მუსიკის მერვე ეროვნულ კონკურსს მასპინძლობდა. კონკურსი 2 აპრილს გაიხსნა და 8 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობას 182 მოსწავლე იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. საკონკურსო მოსმენებზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები სრულდებოდა.
საკონკურსო პროგრამის მიხედვით, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები, დოდო ცინცაძის სახელობის სტიპენდიანტები. ფესტივალზე გამოვლენილ 10 სტიპენდიანტთა შორის 3 მოსწავლე ზესტაფონის სამუსიკო სკოლების წარმომადგენელია.
მარიამ აბესაძე, დემეტრე რობაქიძე ( ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა);
ლიზი ჩინჩალაძე ( რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა).
კონკურსზე გამოვლენილ პირველი პრემიის ლაურეატთა შორის, 6 მოსწავლე ზესტაფონის სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები არიან:
დავით გურამიშვილი, ლუკა წიწილაშვილი, ელენე კვიჟაშვილი, მარიამ აბესაძე ( ე.შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა)
ნიკოლოზ ალავიძე, თამარ მალაღურაძე ( რ. ლაღიძის სამუსიკო სკოლა)
საუკეთესო კონცერტმაისტერთა შორის დასახელდა ე. შალამბერიძის სახელობის სკოლის წარმომადგენელი, ნატალია რობაქიძე.
ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძე ესწრებოდნენ. ვასილ გველესიანმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და წარმატებულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა.
კლასიკური მუსიკის კონკურსი, საქვეყნოდ აღიარებული ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და ის რეგიონებში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება
კონკურსის მხარდამჭერები არიან:
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია;
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა