ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
სპორტის საერთაშორისო დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სპორტის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მარათონული გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას სასპორტო სკოლებისა და სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მოდებაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც იღებდნენ.
მუნიციპალიტეტი ასევე შეუერთდა "თეთრი ბარათის" კამპანიას, რომლის მიზანი სპორტში დადებითი ღირებულებების წახალისებაა. ღონისძიებაში მონაწილე სპორტსმენებს სიგელები დაურიგდათ.
2013 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, სპორტის საერთაშორისო დღე 2014 წლიდან აღინიშნება