ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონში თოჯინების თეატრის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა
მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა ა (ა) იპ კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის რეაბილიტირებული შებობა გახსნა. გაიმართა საპრემიერო ჩვენებაც "ცრუპენტელა მელაკუდა".
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას პატარებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიც დაესწრო. ვასილ გველესიანმა ბავშვებს რეაბილიტირებული შენობის გახსნა მიულოცა.
"პირველ რიგში ვულოცავ ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა პატარას თოჯინების თეატრის განახლებული შენობის გახსნას. ეს არის მათი ზღაპრული სამყაროს სივრცე სადაც შეუძლიათ ერთად გაერთონ. დღეს უამრავი ბავშვი მოვიდა საპრემიერო ჩვენებაზე. დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მათთვის საყვარელ გმირებს", - ვასილ გველესიანი
ზესტაფონში თოჯინების თეატრის პირველი სპექტაკლის ჩვენება 90 - იან წლებში გამართა. 2000 წლიდან, თოჯინების თეატრი კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებობს.