ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონი უკვე მეორედ ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნულ ფესტივალს მასპინძლობს
ზესტაფონის ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ქართული კლასიკური მუსიკის მერვე ეროვნული კონკურსი გაიხსნა.
კონკურსში მონაწილეობას თბილისის, რუსთავის, ახალციხის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ქუთაისის, სამტრედიის, აბაშის სენაკის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, სუფსისა და ბათუმის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის კონკურსანტები იღებენ. საკონკურსო მოსმენებზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.საკონკურსო პროგრამის მიხედვით, დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები და ნომინაციები, მათ შორის დოდო ცინცაძის სახელობის სტიპენდია.
კლასიკური მუსიკის კონკურსი, საქვეყნოდ აღიარებული ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით იმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და ის რეგიონებში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.
კონკურსის გახსნას, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი და ვიცე მერი გიორგი ჯუღელი ესწრებოდნენ.
კლასიკური მუსიკის კონკურსი 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება მუნიციპალიტეტში.
ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსის მხარდამჭერები არიან:
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია;
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა