ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის ე.შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, დღეს 18 : 00 სთ - ზე ქართული კლასიკური მუსიკის VIII ეროვნული კონკურსი გაიხსნება

კონკურსში მონაწილეობას თბილისის, რუსთავის, ახალციხის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ვანის, ქუთაისის, სამტრედიის, აბაშის სენაკის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, სუფსისა და ბათუმის 25 - სამუსიკო და სახელოვნებო სკოლის კონკურსანტები მიიღებენ.

საკონკურსო მოსმენებზე შესრულდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

საკონკურსო პროგრამის მიხედვით, დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები და ნომინაციები, მათ შორის დოდო ცინცაძის სახელობის სტიპენდია.