ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონში, სოფელ ქვედა საქარაში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვედა საქარაში, ბოჭოიძეების უბანში. რეაბილიტაცია საუბნო გზის 1300 მეტრიან მონაკვეთს უტარდება.
პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, გიორგი ჯუღელთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად განახორციელა.
გზის რეაბილიტაციის პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, რომლის ღირებულება 264 089 ლარია. პროექტის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა. სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს "ბორანი" ახორციელებს.
"საუბნო გზის მონაკვეთით ყოველდღიურ რეჟიმში 200 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მარტივად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებს, ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას, რაც დიდი შეღავათი იქნება მათთვის", - ვასილ გველესიანი