ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს

ძვირფასო ზესტაფონელებო! ფეხბურთის მოყვარულებო! ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მ. სალაძის სახელობის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის დარბაზში, ფართო ეკრანზე გაიმართება, ისტორიული საფეხბურთო მატჩის, ევრო 2024 - ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრის ჩვენება! გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ გადამწყვეტ მატჩს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის! 26 მარტი, 21 : 00 სთ საქართველო - საბერძნეთი ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს!