ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ზესტაფონის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა მოსწავლე მოკრივეთა შორის!
ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით გორგილაძე, ვეტერანი მოკრივე, გიორგი კანდელაკი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოს ჩემპიონატს კრივში. ზესტაფონში უკვე მესამედ იმართება ეს ტურნირი. მივესალმები ღონისძიების ყველა მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, ტურნირზე მონაწილე ახალგაზრდებიდან მომავალი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები გაიზრდებიან", - ვასილ გველესიანი
ტურნირი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამარჯვებული სპორტსმენებით საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დაკომპლექტდება, რომლებიც სამომავლოდ იტალიის ქალაქ ასისში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
საქართველოს ჩემპიონატზე სულ 190 მონაწილე ასპარეზობს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ზესტაფონიდან ტურნირში 13 მოსწავლეა ჩართული როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.
მათ შორის:
ქალაქის ნაკრები გუნდი, ზესტაფონის კრივის სკოლა - 10 მოსწავლე;
სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის გუნდი - 3 მოსწავლე.
შეჯიბრების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია , კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", ავტონაწილების კომპანია “კილომეტრი” და კომპანია “Leadersport “, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე”.