ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორგანიზაცია "ლიეტუველი მეგობრები" - ს ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ლიეტუვას, ქალაქ ტაურაგესთან დამეგობრებული სკოლების წარმომადგენლები იღებდნენ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ულოცავს ლიეტუველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებთ მათ მშვიდობას, წინსვლას და წარმატებებს. ჩვენს ქალაქს მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ლიეტუველ ხალხთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება", - ვასილ გველესიანი
ზესტაფონსა და ლიეტუვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა. მემორანდუმი ქალაქებს შორის კულტურულ, სოციალურ და საგამნანათლებლო სფეროებს აერთიანებს