ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საკონცერტო პროგრამა ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა წარმოადგინა. ღონისძიებას ზესტაფონის მერის მოადგილე, გიორგი ჯუღელი ესწრებოდა. მან ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და წარმატებები უსურვა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფ ყველა ქალბატონს, მუნიციპალიტეტის მერიის სახელით საჩუქრად ყვავილების თაიგულები დაურიგდათ.