ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 3 ახალი, თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი მოემსახურება. ახალი სატრანსპორტო საშუალება 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველ ეტაპზე, ერთი კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. ავტობუსები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და კვალითის დასახლებაში იმოძრავებს.
მგზავრობის ტარიფი 60 თეთრი იქნება. შეღავათით ისარგებლებენ პენსიონრები, სოციალურად დაუცველი პირები, ვეტერანები. მათთვის მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი განისაზღვრა. მგზავრობა უფასო იქნება მოსწავლე - ახალგაზრდებისთვის. გადახდა მოხდება საბარათე სისტემით.
ახალი, კომფორტული EURO 5 - ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება