ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვას მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ
ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილზე ეცნობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი.
საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის შესაბამისი ტექნიკა, რომელიც მეწყრული მოვლენების შედეგად ჩამოშლილი მასისგან გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, ასევე მიმდინარეობს დაზინებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
6- 7 თებერვალს მუნიციპალუტეტში დაფიქსირებული უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყრული პროცესები, მწყობრიდან გამოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები. დაზიანდა საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკის, მრავალსართულიანი კორპუსების, ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე წააქცია მრავალწლოვანი ნარგავები, რამაც კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.
მოსახლეობისთვის ელ ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს მთლიანად აღდგება