ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და მრავალსართულიანი კორპუსების სახურავები. ქარმა ასევე სახურავი დაუზიანა სკოლების, საბავშვო ბაღების და ბიბლიოთეკების შენობებს. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია სხვადასხვა კომუნიკაციები, ელქტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს და ადმინისტრაციული ერთეულების უმრავლესობას.
8 ადმინისტრაციულ ერთეულში განვითარდა მეწყერული მოვლენები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის მუდმივმოქმედი სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის წევრებთან , მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად.
მობილიზებულია დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკა, რომელიც რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს. მიმდინარეობს, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღრიცხვა, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება