ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის სპორტის სასახლეში სამბოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ზესტაფონის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა სამბოში პირველად ზესტაფონში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ჭიდაობა სამბოში ( დიდებს შორის) ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონი იღებდა, მათ შორის ზესტაფონელი მოჭიდავეებიც, რომლებმაც 2 მეორე და ერთი მესამე ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილი - 71 კგ წონით კატეგორიაში გაგა ბახტიძე; 98 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ შარიქაძე; მესამე ადგილი- 71 კგ წონით კატეგორიაში მინდია ლილუაშვილი. ტურნირს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილი, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა. "დღეს ჩვენი ქალაქი მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძელი იყო . საქართველოს ტიტულოვან სპორტსმენთა შორის, ჩვენმა მოჭიდავეებმაც ღირსეულად იასპარეზეს. მთელი დღის განმავლობაში, სპორტის სასახლეში საინტერესო და აზარტული ორთაბრძოლების მონაწილეები ვიყავით. მადლობა სამბოს ფედერაციას, რომ ჩემპიონატის მასპინძლებად შეგვარჩია, რასც ვფიქრობ ღირსეულად გავართვით თავი", ვასილ გველესიანი