ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიის ინიციატივით და ბავშვთა გასართობი ცენტრის ორგანიზებით "ორიონის" აღსაზრდელებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო

ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონის" აღსაზრდელებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა შობა - ახალი წელი მიულოცეს და სპეციალურად მათთვის, სადღესასწაულო ღონისძიება გამართეს.

"
მადლობა მინდა გადავუხადი ბავშვთა გასართობ ცენტრს, რომლებმაც უყურადღებოდ არ დატოვეს "ორიონელები" და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს მათ. ამ ბავშვებზე ზრუნვა და მხარდაჭერა საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებაა და სამომავლოდ თუ სხვებიც ჩაერთვებიან მსგავს ღონისძიებებში ძალიან კარგი იქნება" , ვასილ გველესიანი