ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 24 იანვრიდან დაიწყება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები 24 იანვრიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 60 სოფელში ეტაპობრივად, 2 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.ზესტაფონის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 832 000 ლარი გამოეყო.

 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით განსაზღვრულია:

 სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და .);

სარწყავი სისტემები;

სანიაღვრე არხები;

ნაპირსამაგრი სამუშაოები;

გზები;

 მოსაცდელები;

 ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

 გარე განათება;