ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ერთს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი აშენდება.

 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აშენდება სოფელ ფუთში, ალავერდში, ცხენთაროსა და ძირულაში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ქალაქის N 5 საბავშვო ბაღს. ახალი საბავშვო ბაღის შენობები 50 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღბის მშენებლობაზე 5,056,000 ლარი დაიხარჯება.

 სოფელ ფუთში და ცხენთაროში, საბავშვო ბაღის ძველი, ამორტიზებული შენობების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.