ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ახალი წლის დადგომა მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს მიულოცეს

სახანძრო - სამაშველო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ახალი წლის დადგომა ზესტაფონის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს. წარმატებული 2024 წელი უსურვეს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში და საჩუქრები გადასცეს.

"
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად დგანან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი 2024 წელი თქვენ", ვასილ გველესიანი