ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა გალა კონცერტი. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას პოპულარული ქართველი შემსრულებლები იღებდნენ. მათ მოსასმენად ყველა თაობის ადამიანი შეიკრიბა.

"ახალი წლის დღეების" პროექტის შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

წლია მთავარი ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.