ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს , რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება მუნიციპალიტეტში.

 ცენტრალურ მოედანზე მოეწყო
საშობაო ბაზრობა, მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილია საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირები, სანტას შეხვედრა ბავშვებთან.

 ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.