ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
სადღესასწაულო ღონისძიება კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა გახსნა. საახალწლო კონცერტზე მსმენელის წინაშე თაკო მელიქიშვილი და ლევან ყანდიაშვილი წარდგნენ. ცენტრალურ მოედანზე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა - გაყიდვა.
ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილეები გიორგი ჯუღელი, მალხაზ შერგელაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვასილ გველესიანმა ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი - შობა ახალი წელი მიულოცა.
"დღეს საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ჩვენი ქალაქი საახალწლოდ მორთული ძალიან ლამაზია. ზესტაფონი ახალ 2024 წელს ახალი საახალწლო განათებებითა და ილუმინაციებით შეხვდება. საახალწლო ილუმინაციები მუნუციპალიტეტს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საჩუქრად გადაეცა. მივულოცავ დამდეგ შობა - ახალ წელს თითოეულ ზესტაფონელს, რომელიც მჯერა კიდევ უფრო წარმატებული იქნება", - ვასილ გველესიანი
საახალწლო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.