ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლის გუნდებს შორის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები იღებდნენ. ტურნირის გამარჯვებული ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს გუნდი გახდა. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა "ერთობა".
სპორტულ ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის მონაწილეებს სიგელები, თასი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ტურნირის ჩატარების მიზანი საზოგადოების და კერძოდ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა და მისი მთავარი მესიჯი იყო "უარი გენდერულ უთანასწორობას".