ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის სპორტის სასახლეში საფეხბურთო გუნდ "მარგვეთის" ფეხბურთელები დააჯილდოეს
ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის, საფეხბურთო გუნდ "მარგვეთს" თასი, მედლები და სიგელები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ზესტაფონის მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები იღებდნენ.
"მარგვეთის" ფეხბურთელებმა ტყიბულში გამართულ ტრადიციულ ტურნირზე, სადაც მონაწილეობას იმერეთის რეგიონის 8 გუნდი იღებდა პირველი ადგილი მოიპოვეს.
სპორტის სასახლესთან არსებულ საფეხბურთო სკოლაში 337 ბავშვი ვარჯიშობს. ( მწვრთნელი მამუკა ფუტკარაძე) ასაკობრივ ჩემპიონატებში ამ სპორტსმენებიდან დაკომპლექტებული ხუთი გუნდი მონაწილეობას იღებს იმერეთის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირებში. 2023 წელს (2014 - 2015 წლიანმა) ფეხბურთელებმა
ჩემპიონატი პირველი საპრიზო ადგილით დაასრულეს