ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის საიუბილეო კვირეული აღინიშნება
ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის საიუბილეო კვირეული აღინიშნება
უშანგი ჩხეიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, დიდი ხელოვანის სახლ - მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
თეატრალებმა, კრიტიკოსებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა
კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს სახალხო არტისტი, დიდი ხელოვანი, რომლის სახელი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მსახიობი, რომელიც თანაბარი წარმატებით ასრულებდა, როგორც ტრაგიკულ, ასევე კომიკურ როლებს.
ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას, თეატრალური კომპოზიცია წარმოუდგინეს სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
"მისასალმებელია, რომ ახალგაზრდები ეცნობიან უშანგი ჩხეიძის ცხოვრებას და მოღვაწეობას. ვიმედოვნებ, რომ მათ შორის იქნება ახალი თაობის დიდი მსახიობი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის. წელს კლასიკური დრამატურგიის ფესტივალიც დამკვიდრდა დიდი ხელოვანის მშობლიურ ქალაქში, რასაც ვულოცავ თითოეულ ზესტაფონელს და ყველა თეატრალს", - ვასილ გველესიანი
უშანგი ჩხეიძე 1953 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად ის თბილისის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1999 წელს კი უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.