ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ 2 - სა და USAID-ის წარმომადგენლობას შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ხელმოწერის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, USAID- ის წარმომადგენლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კოლეჯი "კონსტრუქტ 2" იმერეთის მასშტაბით პირველია, რომელიც მძიმე ტექნიკის ოპერატორის პროგრამას განახორციელებს. USAID -ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში, კონსტრუქტ 2 შეიმუშავებს და განახორციელებს მომზადება-გადამზადების პროგრამებს და 200მდე პროფესიონალ კადრს მოამზადებს სამშენებლო სფეროს შრომის ბაზრისთვის.
პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია სამშენებლო სფეროსთან სამუშაო შეხვედრას და პროგრამის პრეზენტაციას მოიცავდა.
მძიმე ტექნიკის ოპერატორის პროგრამის განხორციელებით, კონსტრუქტ 2 ქმნის ახალ, მაღალი ხარისხის, ავტორიზებულ პროგრამებს, რომელიც მოიცავს:
1. მომზადების ოთხთვიან პროგრამას - მძიმე ტექნიკის ოპერატორი;
2. სამ გადამზადების ერთთვიან სასწავლო მოდულს, რომლებიც განსაზღვრულია მოქმედი ოპერატორებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: ჰიდრავლიკური ექსკავატორის ოპერატორი, აუტო-გრეიდერის ოპერატორი, სატვირთველის ოპერატორი.
პროგრამები შეიქმნება საერთაშორისო პრაქტიკის, სამუშაო საჭიროებებისა და სფეროს მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდება ახალი მიდგომებითა და პრაქტიკით - მძიმე ტექნიკის სიმულატორებით. სიმულატორები უზრუნველყოფს სტუდენტების ყველა საჭირო უნარით აღჭურვას და კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ($24 მილიონი აშშ დოლარი) მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო