ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
28 ნოემბერს, ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი "უშანგი" გაიხსნება
უშანგი ჩხეიძის იუბილეს აღსანიშნავად, 28 ნოემბერს, ზესტაფონის თეატრი საპრემიერო ჩვენებას გამართავს. თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით "ჰამლეტი" გაიხსნება. თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბრის ჩათვლით, ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა თეატრების დასებს უმასპინძლებს.
კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი “უშანგის” საფესტივალო რეპერტუარი:
28 ნოემბერი, 18:00 სთ - “უშნაგი 125” ფესტივალის გახსნა და პრემიერა “ჰამლეტი”
ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი
რეჟისორი: ვატო ჯუღელი
1 დეკემბერი, 18:30 სთ - “ოტელო”
გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი
რეჟისორი: ალექსანდრე ელოშვილი
2 დეკემბერი, 18:30 სთ - “შექსპირბადე”
რუსთავის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
რეჟისორი: სოსო ნემსაძე
3 დეკემბერი, 18:30 სთ - “ოტელო”
მოზარდ მაყურებელთა თეატრი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია
4 დეკემბერი, 18:30 სთ - “ქარიშხალი”
ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი
რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
5 დეკემბერი, 18:30 სთ - დაჯილდოების ცერემონია
წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.