ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონი საერთშორისო ტურნირის მასპინძელია ფარიკაობაში
სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ზესტაფონი მე - 14 წელია მასპინძლობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს შორის, ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის წარმომადგენლებიც იღებენ.
ტურნირის გახსნას, ფარიკაობის ფედერაციასთან ერთად ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
" სიმონ საყვარელიძის სახელობის ტურნირი წელს საკმაოდ წარმომადგენლობითია, სადაც მონაწილეობას 200 - ზე მეტი სპორტსმენი იღებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველ წელს სათანადოდ ემზადება ამისთვის და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ სიმონ საყვარელიძის სახელთან არის დაკავშირებული ზესტაფონში ფარიკაობის სკოლის დაარსება და ჩვენ ერთის მხრივ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას, ასევე ვცდილობთ პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტის ამ სახეობას ახალგაზრდებში", - ვასილ გველესიანი
ფარიკაობის ტურირი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გუშინ სპორტულ ღონისძიებაში რაპირით მოფარიკავეები ასპარეზობდნენ. ხვალ, 5 ნოემბერს ტურნირში დაშნით მოფარიკავეები ჩაერთვებიან