ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გამართეს. ახალგაზრდებს ვასილ გველესიანი შეხვდა, მერიის სახელით მომავალი ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატებები უსურვა.

"მივესალმები ახალგაზრდული "ხმის" არსებობას ჩვენს ქალაქში. ვიმედოვნებ, ახალგაზრდებთან ერთად, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთობლივად უამრავი სასიკეთო ინიციატივებისა და იდეების თანაავტორები გავხდებით", - ვასილ გველესიანი

შეხვედრის მიმდინარსობისას, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პრეზენტაცია გამართეს თემაზე - "სწორი კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარები" . ისაუბრეს მომავალი პროექტებისა და სპორტული აქტივობების შესახებ, რომელსაც საბჭოს წევრები განახორციელებენ.