ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში ხელოვან ქალთა შემოქმედებითი სახლი "მუზა" გაიხსნა

აღმაშენებლის ქუჩაზე მხატვარ და შემოქმედ ქალთა ხელოვნების სახლი "მუზა"გაიხსნა. ახალი სივრცე ფერწერულ ნამუშევრებს და ხელნაკეთ ნივთებს აერთიანებს.

ახალი სივრცის გახსნას ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, მერის მოადგილე, გიორგი ჯუღელი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მერმა ხელოვან ქალბატონებს შემოქმედებითი სახლის გახსნა მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

"ქალთა ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება მერიისთვის ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიმართულებით მომავალი წლიდან ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელებას ვგეგმავთ" , - ვასილ გველესიანი