ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ
ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ.
გადასაადგილებელი ეტლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 23 - მა შშმ პირმა მიიღო. ეტლების გადაცემას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" 2016 წლიდან თანამშრომლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან. პროექტი ხორციელდება ამერიკული დონორი ორგანიზაცია LDS Charities - ის დახმარებით.
პროექტის ფარგლებში სკოლა "ანაბასისს" დღესვე სკოლის ბიბლიოთეკისათვის მხატვრული ლიტერატურაც გადაეცა.