ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა
საქართველოს მასშტაბით რიგით 118 - ე ახალი ფილიალი ზესტაფონში გაიხსნა. იუსტიციის სახლის 470 - ზე მეტი სერვისის მიღებას ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში საქორწინო - სარიტუალო სივრცე მოეწყო.
იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, ფუნქციონირება დაიწყო მობილური იუსტიციის სახლმა, რომელიც ზესტაფონის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდებს ყველა მათთვის საჭირო სერვისს.
ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესა და ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ, ბეჟან წაქაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ - ების ხელმძღვანელები, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზესტაფონის იუსტიციის სახლი, სრულად არის აღჭურვილი, თანამედრივე ტექნიკითა და ინვენტარით. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული. ამასთან, ზესტაფონის იუსტიციის სახლში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.
იმერეთის რეგიონში რიგით 23 - ე ფილიალის გახსნით, კიდევ უფრო გაიზრდება ერთ სივრცეში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობა.