ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში პორტატული კომპიუტერი 157 მოსწავლემ მიიღო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 157 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა.
ღონისძიება, მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა. წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის, საკრებულოს და რესურს ცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს. გამოვლინდა ასევე მასწავლებლის საპატიო ტიტულის მფლობელი. 2022 - 2023 წლის საპატიო მასწავლებლის ტიტული, მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო გაგოშიძემ მიიღო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარს ის მოსწავლეები იღებენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს. სამინისტროს პროექტი მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, ცოდნის ამაღლებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს