ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონელი შალვა გურეშიძე იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა!
ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩეპიონი ახალგაზრდებს შორის შალვა გურეშიძე, იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. წარმატებულ ძიუდოისტს ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული პრიზი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილეები გიორგი ჯუღელი, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს , ასევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომიტეტის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რევაზ რობაქიძემ გააცნო. შალვა გურეშიძეს მუნიციპალიტეტის სახელით სიგელი, მერმა, ვასილ გველესიანმა გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
შალვა გურეშიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, პორტუგალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრება მოგებით დაასრულა. ერთი თვის წინ ის ჰააგაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი ევროპის თასებს პრაღასა და გრაცში დაეუფლა.