ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის დაკვეთით ახალი სკვერი მოეწყობა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე იფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 პროექტის ფარგლებში ახალ სკვეეში დაგეგმილია: დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობა, სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსება, ხე - მცენარეების გაშენება, განათების სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.

 სკვერის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 128 291 ლარია. სატენდერო ვალდებულებით სკვერის მოწყობაზე "მშენებელი 2017" მუშაობს.