ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ქართული ლირიული სიმღერის "სულიკო 2023" გრან პრის მფლობელი ზესტაფონის ანსამბლი "ბერმუხა"გახდა!
ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის მშობლიური კუთხე, ცხრაწყარო ყოველი წლის შემოდგომისას ქართული ლურიული სიმღერის ტრადიციულ ფესტივალს "სულიკოს" მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის
მუსიკალური შემსრულებლები იღებენ.
მუსიკალურ ღონისძიებაში "სულიკო 2023" მონაწილეიბას იმერეთის ათი მუნიციპალიტეტი იღებდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრანპრი ანსამბლ "ბერმუხას" გადაეცა.
პირველი, მეორე და მესამე ადგილები კი ასე გადანაწილდა:
l ადგილი - თერჯოლის ანსამბლი - "იამე";
ll ადგილი - ვანი "სავანე";
III ადგილი - ქუთაისის მესამე სამუსიკო სკოლის კვარტეტი.
ფესტივალის პირობების მიხედვით დაწესებული ფულადი პრიზები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გამარჯვებულებს ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილეებმა გიორგი ჯუღელმა და მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ და მისმა მოადგილეებმა გადასცეს.
ფესტივალს ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც ესწრებოდა.
"ვარინკობის" ფესტივალს 80 - იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ისეთი ჟანრების პოპულარიზაციას ითვალისწინებს, როგორიცაა ქართული ლირიული სიმღერა, ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერები.