ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერის ტრადიციულ ფესტივალს "სულიკო 2023" - ს მასპინძლობს!

 ცხრაწყაროს განახლებულ თეატრონზე ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი "სულიკო 2023" მიმდინარეობს. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური შემსრულებლები იღებენ.

 ფესტივალზე დაწესებულია გრან პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები. მონაწილეთა შედეგებს ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან:
რომან რცხილაძე
ნუცა ჯანელიძე
მაცაცო სებისკვერაძე
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, ასევე სომბოლური საჩუქრები.

 ფესტივალს ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძეც ესწრება.

ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალს 80 - იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის ისეთი ჟანრების პოპულარიზაციას ითვალისწინებს, როგორიცაა ქართული ლირიული სიმღერა, ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერები