ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
"ზესტაფონობა 2023" საიუბილეო დღეების ფარგლებში, რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში გამოფენა გაიმართა.
რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში, ამვე სკოლის ყოფილი პედაგოგის, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის, მთვარიდა ყიფიანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. გაიმართა მუსიკალური ღონისძიებაც, სადაც სახელოვანი პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, საზოგადოების წარმომადგენლები, მთვარიდა ყიფიანის მეგობრები და ყოფილი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
"სახელოვან მუსიკოს პედაგოგთა შორის გამორჩეულ ქალბატონს დღეს იმ სივრცეში შევხვდით, სადაც ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა და ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქალაქს. ქალბატონმა მთვარიდამ არა მარტო მუსიკალური კარიერით, არამედ თავისი საოცარი ნამუშევრებითაც დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საიუბილეო დღეების ფარგლებში გამოფენა მოგვეწყო მისთვის და კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა", - ვასილ გველესიანი