ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
23 - 24 სექტემბერს ზესტაფონში „ზესტაფონქალაქობის“ და ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2023“ - გაიმართება
„ზესტაფონქალაქობა 2023“ საიუბილეო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:
22 სექტემბერი
12 : 00 სთ - მუსიკალური საღამო ( ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონი, ცხრაწყარო)
17 : 00 სთ - 19 : 00 სთ - მთვარიდა ყიფიანის საღამო, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა (პირველი სამუსიკო სკოლა)
23 სექტემბერი - ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი - "სულიკო 2023"
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები .
ლირიული სიმღერის ფესტივალს ცხრაწყაროს განახლებული თეატრონი უმასპინძლებს. გამომსვლელებს შეაფასებენ ცნობილი კომპოზიტორები.
გამოვლინდება გრანპრი, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები. გრანპრის მფლობელს ასევე გადაეცემა ფესტივალის სიმბოლო ხის ჩანგი. საჩუქრები დაწესებულია ასევე ყველა მონაწილეებისათვის.
ღონისძიებების დასაწყისი:
11 : 30 სთ - სპორტული მოედნის გახსნა ( ქვედა საქარა)
13 : 00 სთ - ფესტივალი დაიწყება ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერიდან, ბიუსტის ყვავილების შემკობით; (აღმაშენებლის ქუჩა)
14 : 00 სთ - ფესტივალი „სულიკო 2023“ ( ცხრაწყაროს განახლებული თეატრონი)
24 სექტემბერი - „ზესტაფონობა“
10 : 00 სთ - ღონისძიება დაიწყება ზესტაფონთან დამეგობრებული ქალაქების ( ლიეტუვა, პოლონეთი) დელეგაციების მიღებით მერიაში;
11 : 00 სთ - თამარის ქუჩაზე მდებარე „დიდების მემორიალის“ გახსნა;
11 : 45 სთ - გია აბესაძის სახელობის სკვერის გახსნა ( აღმაშენებლის ქუჩა);
13 : 00 სთ - ტურნირი ნარდში ( ხელოვნების სკოლა. ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი ზესტაფონის მერიასთან ერთად გახლავთ „ლიდერ ბეთი“;
13 : 30 - სახალხო ზეიმი „ზესტაფონობა“
(ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია)
საბავშვო გასართობი სივრცეები, ზღაპრის გმირები, საპნის შოუ; ( ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია)