ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიულოცა

ზესტაფონის მერმა, მოადგილეებთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სწავლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მათ მშობლებს მიულოცეს. ვასილ გველესიანი ქალაქის მე - 7, მე- 6, მე- 3, მე 2 და პირველ საჯარო სკოლებს სტუმრობდა. ქალაქის მერმა, პირველკლასელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, ბუკები გადასცა. მერმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, დროშის აღმართვის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

"ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა პირველკლასელს, რომელთათვისაც დღეს განსაკუთრებული, საზეიმო დღეა. დღევანდელი ემოციები, განწყობა ყოველთვის დარჩება მათ ცნობიერებაში. მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია აჯილდოებს 100 % - იანი გრანტის მქონე სტუდენტებს. 24 სექტემბერს, "ზესტაფონქალაქობის" დღესასწაულზე მოხდება მათი საზეიმო დაჯილდოება. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ჩვენს მუნიციპალიტეეტს და ქვეყანას" , ვასილ გველესიანი

მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლაში 660 პირველკლასელი შევიდა