ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის დაკვეთით სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან ერთად განახორციელა.

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობა, სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსება, ხე - მცენარეების გაშენება, განათების სისტემის მოწესრიგება, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.

 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 128 291 ლარია. სატენდერო ვალდებულებით სკვერის მოწყობაზე "მშენებელი 2017" მუშაობს