ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სოფელ კვალითში, წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტრის ძველი ნაგებობა, მე - 19 საუკუნის ბოლოსა და მე - 20 საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. ახალი მონასტრის მშენებლობა დასახლებაში 2008 წელს დაიწყო და რამდენიმე წელში დასრულდა. მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, რომელიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, როგორც ადგილობრივებს, ასევე მომლოცველებს. დასახლებაში პირველად განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო. რეაბილიტაცია 2600 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.
რეაბილიტირებული გზის მონიტორინგი, ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან, და შემსრულებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.
"სოფელ კვალითში, აღნიშნული დასახლება გამოირჩევა თავის მდებარეობით ტურისტული თვალსაზრისით. ამასთან ერთად, სოფლის გზა წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტერს უკავშირდება. ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ გადაადგილებას, რაც წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მათთვის", - ვასილ გველესიანი
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 552 777 ლარია. მერიის დაკვეთით, გზის მოწყობის სამუშაოებს "მშენებელი 2022" აწარმოებდა