ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში, სოფელ ჭალატყეში წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ჭალატყეში საუბნო გზების მოწყობა დასრულდა. დასახლებაში 2 კმ - მდე მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.
რეაბილიტირებული საუბნო გზები ზესტაფინის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა. მონასტერი მე - 10, მე- 11 საუკუნეებით თარიღდება. რეაბილიტირებული გზით ტაძრამდე მისვლას როგორც საქარის, ასევე საზანოსა და ზოვრეთის მაცხოვრებლებიც შეძლებენ.
საუბნო გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მონასტრამდე მისასვლელი გზის მოსაწყობად 460 005 ლარი, ხოლო სამხარაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციაზე 54 960 ლარი დაიხარჯა.
გზების კეთილმოწყობა, ზესტაფონის მერიის დაკვეთით " მშენებელი 2022" - მა შეასრულა