ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

სოფელ ზოვრეთში რამდენიმე უბნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელ ზოვრეთში საუბნო გზის 2 კმ - მდე მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.

რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 "სოფელ ზოვრეთში რეაბილიტირებული გზით ადგილობრივები რამდენიმე უბანთან მარტივად შეძლებენ დაკავშირებას. საუბნო გზა ასევე სამცვერას ჩანჩქერსაც უკავშირდება. დასახლებაში აღდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურით მრავალი წლის პრობლემა მოეხსნა მოსახლეობას" , - ვასილ გველესიანი

 გზის აღდგენით სამუშაოებზე 509 277 ლარი დაიხარჯა. გზის რეაბილიტაცია მერიის დაკვეთით შპს "მშენებელი 2022" - მა განახორციელა.