ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში სახალხო ზეიმი "ზესტაფონობა" გაიმართა

"ზესტაფონობის" საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შემეცნებით, კულტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.

საიუბილეო კვირეულის მესამე დღეს, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოიფინა ქართული ხალხური რეწვის ნუმუშები, ხელნაკეთი ნივთები. წარმოდგენილი იყო გასტრონომიული კუთხე.

სადღესასწაულო ღონისძიებები ოფიციალური მიღებით დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დამეგობრებული ქალაქების (ტაურაგე - ლიეტუვა, ტჩევი - პოლონეთი) დელეგაციებს შეხვდნენ.

გაიმართა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებული, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100 % - იანი გრანტის მქონე სტუდენტების საზეიმო დაჯილდოება ფულადი პრიზებით.

დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები.

გამოვლინდნენ "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები" .

"ზესტაფონობის" დღისადმი გამართულ ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიებები გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.