ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე სკვერში კინოჩვენება გაიმართა

ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე სკვერში კინოჩვენება გაიმართა.

საჯარო კინოჩვენებისთვის რიჩარდ ლაგრავენესის ფილმი " თავისუფლების მწერლები" შეირჩა. ფილმი საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოგვითხრობს. კინოჩვენების მიმდინარეობისას, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ ახალგაზრდებს.