ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში ფოტოგამოფენა - "ჩვენ 30 ამბავი" გაიხსნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობით ფოტოგამოფენა "ჩვენ 30 ამბავი"გაიხსნა.
ექსპოზიცია მწერალ არჩილ ქიქოძისა და ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ 30 ფოტოპორტრეტს და 30 ამბავს აერთიანებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კინოჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო თემატური ფილმი სახელწოდებით "მოდის ჩვენება - გლადა ჰუდიკიდან ნიუ - იორკამდე". გამოფენას ზესტაფონის მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის მიზანი სტიგმების შემცირება და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია.
საქართველოში აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წლიდან დაიწყო საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინიატროს მხარდაჭერით.
პროექტი შვედეთის სახელმწიფო უწყების " შვედური ინსტიტუტის" მხარდაჭეტით ხორციელდება. ღონისძიების ორგანიზატორია "ფონდი ტასო" . ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენა - ექსპოზიცია ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.