ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის სალოტბარო სკოლას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზდრობის მინისტრი, თეა წულუკიანი რეგიონში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ზესტაფონის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა.
თეა წულუკიანმა სკოლის ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მერთან, ვასილ გველესიანთან, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძესა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან გიორგი დონაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრი სკოლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
შეხვდა სკოლის ლოტბარს, ალექსანდრე ხახიშვილს და მოსწავლეებს, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროსთვის ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და ამ დარგის განვითარებაა, სწორედ ამ მიზნით წლის ბოლომდე ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობა იგეგმება.
ზესტაფონში სალოტბარო სკოლა 2015 წელს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით გაიხსნა. სალოტბარო სკოლაში 23 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით ქართულ ტრადიციულ გალობას და ხალხურ სიმღერას სწავლობენ.
ქვეყნის მასშტაბით , საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელიბით 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. სალოტბარო სკოლებში ახალგაზრდები ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრას და ხალხურ სიმღერას სწავლობენ